Uncategorized

როგორ გავზარდოთ ლეპტოპის სიცოცხლის ხანგრძლივობა

„მე არც ისე მდიდარი ვარ, იაფფასიანი ნივთი ვიყიდო“ – ეს ძველი, მაგრამ პოპულარული გამოთქმა დღეს ისე არაფერს ესადაგება, როგორც კომპიუტერულ ტექნიკას. როცა ლეპტოპი ჩვენი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრია მუშაობის, განტვირთვის, კომუნიკაციის, ახლის ძიებისა თუ თვითგანვითარების გზაზე, აუცილებელია, რომ მან უზარმაზარ დატვირთვას გაუძლოს და თან რაც შეიძლება, დიდხანს. ალბათ, მიგაჩნიათ, რომ საამისოდ ყველაზე ძვირადღირებული ლეპტოპი გამოგადგებათ. – ასეც არის, მაგრამ საქმე მხოლოდ ფასში როდია! მთავარი მაინც მზრუნველი დამოკიდებულებაა J

ჩაიკითხეთ რამდენიმე მარტივი რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ, თქვენი ლეპტოპი დიდხანს და სტაბილურად გემსახუროთ; მაქსიმალურად გადაავადოთ მისი მორალური ცვეთა და ამასთან ერთად, თქვენი გაუთვალისწინებელი ხარჯიც:

  1. შეინარჩუნეთ გრილად: ეცადეთ, ლეპტოპი მუდმივად გრილ მდგომარეობაში გქონდეთ – გადახურებამ შეიძლება მისი ცალკეული კომპონენტების დაზიანება გამოიწვიოს. მუშაობისას ლეპტოპი მყარ ზედაპირზე უნდა იდგეს, რათა სათანადო ვენტილაცია უზრუნველყოთ და საჭიროების შემთხვევაში, გაგრილების ბალიშებიც გამოიყენეთ.
  2. იზრუნეთ სისუფთავეზე: ლეპტოპის კორპუსში დაგროვებულმა მტვრის ნაწილაკებმა ადვილად შეიძლება  მისი გადახურება გამოიწვიოს. გამოიყენეთ სპეციალური მინი-მტვერსასრუტი კლავიატურისა და ეკრანის გასაწმენდად.
  3. არ გამოგრჩეთ განახლება (update): ოპერაციული სისტემისთვის და ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფისთვის, დააინსტალირეთ განახლებები, რათა დარწმუნდეთ, რომ ლეპტოპი ეფექტურად მუშაობს და ვირუსებისგან სათანადოდ არის დაცული.
  4. მოერიდეთ მის ფიზიკურ დაზიანებას: ლეპტოპის ვარდნამ, მასზე ბლაგვი საგნით ზემოქმედებამ ადვილად შეიძლება კომპონენტები მწყობრიდან გამოიყვანოს.
  5. აკონტროლეთ ელემენტის დონე: ნუ დატოვებთ ლეპტოპს მუდმივად დენში მიერთებულს – ეს ელემენტს იოლად დააზიანებს. როდესაც ლეპტოპი სრულად არის დამუხტული, ის სადენიდან უნდა გამორთოთ.
  6. გამორთეთ სწორად: მუშაობის დასრულებისთანავე ლეპტოპის ჩაკეცვა მავნე ჩვევაა, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს მაში არსებული ფაილები ან გამოიწვიოს სხვა რთული პროგრამული გაუგებრობა. ჩართვა/გამორთვის ღილაკზე თითის დაჭერით ბევრ თავსატეხს აირიდებთ.

დაათვალიერეთ LaptopClub-ის პრემიუმ ხარისხის ლეპტოპები. ყურადღება მიაქციეთ სპეც. შეთავაზებებს. რჩევისთვის დაგვიკავშირდით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *