გარანტია
მთავარი » გარანტია
საგარანტიო მომსახურება
რას გულისხმობს საგარანტიო მომსახურება:
- საგარანტიო პერიოდში პროდუქტის უფასო შეკეთებას.
- ლეპტოპის შეძენიდან 5 დღის განმავლობაში მის შეცვლას.
- შეძენიდან 5 დღის განმავლობაში, შესაძლებელია პროდუქტის დაბრუნება, თუ მას აქვს ქარხნული წუნი ან თუ ის დაზიანდა ადგილზე მიწოდებისას. (გაითვალისწინეთ, წუნის დაფიქსირებისთანავე უნდა დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 570 570).
საგარანტიო პირობები არ ვრცელდება:
- ფიზიკურად (მაგ: ვარდნის შედეგად ან ბლაგვი საგნით ან ცეცხლით) დაზიანებულ პროდუქტზე;
- სითხის გადასხმით გამოწვეულ დაზიანებებზე;
- პროგრამული უზრუნველყოფის დაზიანებაზე;
- თუკი ლეპტოპს არ უფიქსირდება ქარხნული ან ჩვენი კომპანიის მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი;
- თუკი ლეპტოპის ექსპლუატაციის ნორმები დაირღვა;
- თუკი ლეპტოპი არასტანდარტული ძაბვის შედეგად დაზიანდა;
- თუკი ლეპტოპზე სარემონტო სამუშაოები მესამე პირმა (და არა - ჩვენმა კომპანიამ) შეასრულა;
- ლეპტოპის ელემენტსა და დამტენზე.
ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას:
- უზრუნველვყოთ დაზიანებული ლეპტოპის შეკეთება საგარანტიო ტალონში მითითებული პირობების შესაბამისად;
- ტექნიკის რემონტი შესრულდეს საგარანტიო პირობებში მითითებულ ვადაში;
- საგარანტიო მომსახურების მაქსიმალური ხანგრძლივობა 45 სამუშაო დღეა. ამ პერიოდში პროდუქტი დაუბრუნდება მუშა მდგომარეობას ან მოხდება ალტერნატივის შეთავაზება ან დაბრუნდება თანხა სრულად.
რას უნდა მოიცავდეს საგარანტიო ტალონი:
საგარანტიო ტალონის შევსებისას, მასზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
- ბრენდის დასახელება;
- ნივთის დასახელება;
- სერიული ნომერი;
- შეძენის თარიღი;
- მომხმარებლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
- საგარანტიო ვადა;
- კომპანიის ოფიციალური ხელმოწერა/დასტური.
როგორ ვისარგებლო საგარანტიო მომსახურებით:
- გთხოვთ, გაითვალისწინოთ, საგარანტიო პირობები ვრცელდება მხოლოდ ჩვენს კომპანიაში შეძენილ ლეპტოპებზე. წუნის დაფიქსირებისთანავე (პროდუქტის მიღებიდან, 5 დღის განმავლობაში) გვიკავშირდებით ნომერზე: (+995 ) 577 570 570 და გვიგზავნით განაცხადს ელ.ფოსტაზე: info@laptopclub.ge
შემდეგ ხდება ლეპტოპის დიაგნოსტირება და ხარვეზის აღმოჩენისთანავე, ვიწყებთ სარემონტო, ჩანაცვლების ან დაბრუნების პროცედურას.