ცოტა რამ

ჩვენ შესახებ

Laptop Club წარმოადგენს ახალ პროექტს, რომელსაც Iberia Technology ახორციელებს და შექმნილია ყველა საჭიროებასა და მოთხოვნაზე გათვლილი, უახლესი თაობის ლეპტოპების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.

Laptop Club-ის მეშვეობით, კომპანია ბაზარზე არსებულ ყველა კატეგორიის მომხმარებლებს ახალი თაობის, ხარისხიან ლეპტოპებს კონკურენტულ ფასად სთავაზობს.

ჩვენ გვენდობიან

ჩვენი წარმატების სტრატეგია

Laptop Club ინიციატივა ეყრდნობა Iberia Technology-ს პროფესიონალიზმსა და მრავალწლიან გამოცდილებას. კომპანია Iberia Technology 2000 წლიდან მუშაობს ქართულ ბაზარზე და ამ ხნის განმავლობაში, გადაჭრილი აქვს მრავალი მნიშვნელოვანი ტექნიკური ამოცანა. მისი აქტიური ჩართულობით განხორციელდა ქვეყნის მასშტაბით, კომპიუტერიზაციისა და გაციფრულების არაერთი კომპლექსური პროექტი.

კომპანია 20 წელზე მეტია, ერთგულად ემსახურება ფიზიკურ თუ კორპორაციულ კლიენტთა ფართო სპექტრს. მისი მთავარი მახასიათებლებია პროფესიონალიზმი, ხარისხი და მაღალი პასუხისმგებლობა, რომელსაც მტკიცედ იცავს და რაც ბაზარზე მას სანდოობისა და სტაბილურობის სტატუსს უნარჩუნებს.