პრაქტიკული რჩევები მშობლებს
ტექნოლოგიური განვითარების ტემპმა ყველას დაგვანახა, რომ დროა, სიჩქარე ავკრიფოთ; ცვლილებებს თვალი ვადევნოთ და სიახლეები არ გამოვტოვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, უიმედოდ ჩამოვრჩეთ. ჩამორჩენა კი არავის გვსურს არც საკუთარი თავისთვის და, ცხადია, არც ჩვენი შვილებისთვის. ამიტომ ბებია-ბაბუების საყვედურნარევი ფრაზები – რად უნდა ბავშვს კომპიუტერი; მაგაზე დროის ხარჯვა ფუჭია; აჯობებს, წიგნი გადაშალოს და გაკვეთილებს ჩაუჯდეს – წარსულს ჩაბარდა. ახლა ნებისმიერი მშობლის ამოცანა ისაა, შვილებისთვის ტექნოლოგიური განვითარების სწორი გზა გამონახოს.
ამოცანა არც თუ იოლია, თუმცა მისი შესრულება სწორი ლეპტოპის შერჩევით უნდა დაიწყოთ. სიამოვნებით გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ამ პროცესში უნდა გაითვალისწინოთ:
პორტაბელურობა
სკოლის მოსწავლეებს ხშირად უწევთ ლეპტოპის ტარება სკოლამდე და უკან, ამიტომ პორტაბელურობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. მოძებნეთ ლეპტოპი, რომელიც მსუბუქი და ადვილად სატარებელი იქნება.
ელემენტის ხანგრძლივობა
ლეპტოპი მძლავრი ელემენტით სკოლის მოსწავლეებს ძალიან გამოადგებათ, რადგან გაკვეთილებზე მის გამოყენებას უსაფრთხოდ და კომფორტულად – დენზე წვდომის გარეშე შეძლებენ.
გამძლეობა და სიმყარე
ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვები (განსაკუთრებით კი ცელქები) თამაშის ან აქტივობის დროს, ნივთებს უდიერად ეპყრობიან. ამიტომ მოძებნეთ მყარი კორპუსის მქონე ლეპტოპი, რომელიც განსაკუთრებულად უძლებს ცვეთას.
ოპერაციული სისტემა
განიხილეთ ის ოპერაციული სისტემა, რომელსაც თქვენი შვილი იცნობს ან დასჭირდება სკოლაში. ზოგადად, Windows-ის ლეპტოპები უფრო ხელმისაწვდომია და გვთავაზობს ფართო სპექტრის ვარიაციებს.
კლავიატურა და სენსორული პანელი
კლავიატურა და სენსორული პადი ის ძირითადი გზებია, რომლითაც მოსწავლე ლეპტოპთან ურთიერთობს. ამიტომ შეძენისას დარწმუნდით, რომ შერჩეულ ლეპტოპს კომფორტული კლავიატურა აქვს და ასევე, მაღალი მგრძნობელობის სენსორული პადი.
ეკრანის ზომა და გარჩევადობა
აქ შეიძლება, დილემის წინაშე აღმოჩნეთ. ეკრანის ზომა და მაღალი გარჩევადობა, პროექტებზე მუშაობისას ან ვიდეოს ყურებისას, მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, მეორე მხრივ, მაქსიმალურად ფართო ეკრანი და მაქსიმალურად მაღალი გარჩევადობა ლეპტოპს ამძიმეს და სატარებლად რთულია. ამიტომ აქ ოქროს შუალედის დაცვა აჯობებს.
ფასი
დააწესეთ ბიუჯეტი ლეპტოპისთვის და გაითვალისწინეთ ის ფუნქციონალი, რომელიც თქვენი შვილისთვის გადამწყვეტია. აქვე გეტყვით, რომ არსებულობს ხელმისაწვდომი ლეპტოპების უამრავი ვერსია, რომელიც თქვენს მოთხოვნებსა და მოლოდინებს იდეალურად მოერგება.
შეარჩიეთ სასურველი მოდელი და დამატებითი კონსულტაციისთვის Contact.