Uncategorized

მწერლებისა და ბლოგერების რჩეული ლეპტოპები

თუკი ტექსტებზე მუშაობთ, ტექნიკასთან მიმართებაში გადამეტებული კაპრიზები, წესით, არ უნდა გქონდეთ. სულ სამი რამაა, რაც ბლოგერებსა და მწერლებს შედეგიანი მუშაობისთვის გჭირდებათ და რაზეც ლეპტოპის შეძენისას, აუცილებლად უნდა გაამახვილოთ ყურადღება:

  • პირველი მაინც კლავიატურაა – მასზე ბეჭდვა ერთი სიამოვნება უნდა იყოს;
  • არანაკლებ მნიშვნელოვანია სიმსუბუქე და პორტატულობაც, რადგან მწერლებს ხეტიალი და ფიქრი გიყვართ – როდის საით გაგიწევთ გული „ფიქრთ გასართველად“, კაცმა არ იცის;
  • გამძლე ელემენტიც აუცილებელია, რადგან მუზების შემოტევის დროს, გადამწყვეტ მომენტში, ლეპტოპმა არ უნდა გიმუხთლოთ. 

აქვეა თქვენს მოთხოვნებზე იდეალურად მორგებული ლეპტოპების რამდენიმე ვერსია, რომლებიც ტექსტებზე მუშაობას ნამდვილ სიამოვნებად გიქცევთ:

HP Spectre x360

HP სპექტრი მარტო ლეპტოპი კი არა, ერთგული თანამგზავრი და თანამოაზრეცაა, რადგან მასზე მუშაობისას ხელს ვერაფერი შეგიშლით. ის მძლავრი, დახვეწილი, მსუბუქი და კომფორტულია; იმდენად გამძლე ელემენტი აქვს, რომ სადენის გარეშე თავისუფლად იმუშავებთ 10 საათის განმავლობაში. სპექტრის კლავიატურაზე ბეჭდვის სიამოვნებას კი ერთხელ თუ გამოსცდით, სხვაზე გადასვლა ნამდვილად გაგიჭირდებათ.

Dell XPS 13:

სიფრიფანა, მსუბუქი და საიმედო – ასე შეიძლება აღვწეროთ Dell XPS 13. კომფორტულ კლავიატურასთან ერთად, აღსანიშნავია მისი მძლავრი ელემენტი, რომელიც 12 საათის განმავლობაში უძლებს სრულ დატვირთვას. ეს კი შესაძლებელს ხდის, გრძელ ტექსტებზე დენის წყაროს გარეშე იმუშაოთ.  

Lenovo ThinkPad X1 Carbon:

მწერლები, პოლიტიკოსები, კონსერვატორი ტიპები, რომელთათვისაც ისტორია, ტრადიცია და გამოცდილება ბევრს ნიშნავს, უმეტეს შემთხვევაში ირჩევენ Lenovo ThinkPad-ის სხვადასხვა ვერსიას. მისი ფლობა კომფორტთად ერთად, სტატუსიცაა.

საკმაოდ გამძლეა მისი ელემენტი – ის 18 საათამდე სრულ დატვირთვას უძლებს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ThinkPad-ის უნიკალური კლავიატურა, რომელიც მწარმოებელმა პირვანდელი დიზაინით შეინარჩუნა. მასთან მუშაობისას საუკეთესო ფორმითა და გაგებით, დროში მოგზაურობ, ტრადიციებს უშუალოდ ეხები და მისი მონაწილე ხდები.

Lenovo ThinkPad-ის თითოეული დეტალი შექმნილია იმისთვის, რომ იფიქრო. ჰოდა თუ ფიქრი გიყვართ, ეს ის ვერსიაა, რომელიც თქვენი შედეგიანი მუშაობისთვის არაფერს დაიშურებს.

Asus ZenBook UX425:

თუკი უახლესი ტექნოლოგიებისა და ელეგანტურობის სინთეზს ეძებთ, Asus ZenBook UX425 მოგხიბლავთ. ის თქვენი განუყრელი თანამგზავრი იქნება ყველგან; ნებისმიერ სიტუაციაში, იქნება ეს საქმიანი შეხვედრა, ხანგრძლივი სამუშაო პერიოდი, დაუვიწყარი მოგზაურობა, მნიშვნელოვანი მომენტი თქვენს ცხოვრებაში თუ  სხვა, კომფორტს შეგიქმნით და ზედმიწევნით უპასუხებს თქვენს მოლოდინებს.

მსუბუქს, მოხდენილსა და დახვეწილ ZenBook-ს უმძლავრესი ელემენტი აქვს – ის სრულ დატვირთვას 22 საათამდე, დენის წყაროს გარეშე უძლებს.

სასურველი ლეპტოპის შესაძენად, გადაინაცვლეთ ჩვენს პროდუქტებში და დაგვიკავშირდით

ან გამოგვყევით ფეისბუქზე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *